6 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ენოტურიზმის ასოციაციის დელეგაციასთან, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორის მოადგილე, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ წივწივაძე და კანცლერის მრჩეველი, პროფესორი ზვიად გაბისონია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძემ, მინისტრის მრჩეველმა ჯემალ ფუტკარაძემ და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოში მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები. თავის მხრივ სტუმრებმა სამინისტროს გაუზიარეს მსოფლიოს ენოტურიზმის ასოციაციის გამოცდილება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კი მხარეებს ენოტურიზმისა და მეღვინეობის მიმართულებით უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო და კვლევითი პროექტები გააცნეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება