21 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელ დავით ესათიასთან.
„გალიდან ნიუ-იორკამდე“ - ეს არის დავით ესათიას მრავალი გამოწვევით განვლილი გზა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციამდე გაეროში. სპიკერმა შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილა მანდატით გათვალისწინებული თავისი საქმიანობა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის საკითხები.
შეხვედრის პარალელურად, მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დავით ესათიასთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლევან ნადირაძე.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან შეხვედრას სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ახალგაზრდა ლიდერებთან შეხვედრები მომავალშიც პერმანენტულად გაგრძელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება