27 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილე ნინო ჩუბინიძე, რექტორის მოადგილე ვახტანგ წივწივაძე (კავკასიის სავაჭრო სახლის პრეზიდენტი) და ადმინისტრაციული პერსონალი, დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (რუსეთი) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მათი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი უნივერსიტეტის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე და მისი ურთიერთგაზიარების აუცილებლობაზე. ასევე მიმოიხილეს უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობა ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე.
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტიდან შეხვედრას სვეტლანა შვედოვა - (პრორექტორი საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით) და ალინა ვინიცკაია (საერთაშორისო პარტნიორობისა და პროტოკოლის ცენტრის უფროსი) ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად შეიტანა საპროექტო განაცხადი - „Fostering university-enterprise cooperation for food industry development“ - Erasmus+ პროგრამაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება