9 თებერვალს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
სკოლის მსმენელებს შეხვდნენ ქ. ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.
სპიკერებმა ისაუბრეს თავიანთი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების განვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და გამოწვევებზე, შეხვედრის მეორე ნაწილში კი სტუდენტთა კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა პრაქტიკული აქტივობების ფარგლებში წინა დღეს წარადგინეს ჯგუფური პრეზენტაციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის შესახებ, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სტუმრებს გააცნეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ორიენტირებულია მოსახლეობის ცხოვრების დონისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული გამოწვევების გადასაჭრელად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება