28 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
გენდერულ თანასწორობაზე გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ყურადღება საერთაშორისო და შიდასამართლებრივ მექანიზმებზე გამახვილდა.
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განსახილველი თემატიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ოსაძე და ამავე დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი, ბელა ფიფია.
გიორგი ოსაძემ ყურადღება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებზე გაამახვილა, ასევე, ისაუბრა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიებზე, განსაკუთრებით, გენდერული მიმართულებით, ბელა ფიფიამ კი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის შედეგად გადადგმული ნაბიჯები, გაეროს რეზოლუცია 1325 და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები მიმოიხილა, ასევე ისაუბრა გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებსა და სხვა პრაქტიკულ საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტთა აქტიური ჩართულობით წარიმართა, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება