კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად ცხადდება შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.
სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის მხრიდან ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესში დაცული აკადემიური შედეგების შესახებ ინფორმაციის გარდა კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგი სახით:
ინფორმაცია სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის წარდგენა შესაძლებელია 28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურში ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: zurabi_kavtaria@ciu.edu.ge. ადმინისტრაცია უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის ეჭვის შემთხვევაში, მოითხოვოს მისი წარმოდგენა და დედანში შემოწმება.
გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.
სტიპენდია გაიცემა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) აკადემიური მოსწრების შედეგები განისაზღვრება საშუალო შეწონილი ქულით GPA, რაც მრავლდება 100-ზე (პირობითად სემესტრული 3,70 GPA დათვლის დროს შეადგენს 370 ქულას (მაქსიმუმ 400 ქულა);
ბ) სტუდენტის მონაწილეობა საუნივერსიტეტო სტუდენტურ აქტივობებში და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილი (მაქსიმუმ 5 ქულა) - სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტი თავად წარმოადგენს აღწერას მის მიერ განხორიცელებული აქტივობების შესახებ. კომისიის წევრები წარმოდგენილ აქტივობებს აფასებენ აქტუალობის და ჩართულობის ხარისხის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ გამოყავთ საშუალო არითმეტიკული ქულა;
გ) სტუდენტის მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში (კონფერენცია, დებატები, გაცვლითი პრექტები, სტუდენტური სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა, იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა და სხვა) (მაქსიმუმ 5 ქულა) - სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტი თავად წარმოადგენს აღწერას მის მიერ განხორიცელებული აქტივობების შესახებ. კომისიის წევრები წარმოდგენილ აქტივობებს აფასებენ აქტუალობის და ჩართულობის ხარისხის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ გამოყავთ საშუალო არითმეტიკული ქულა;
სტიპენდიის რაოდენობისა და დანიშვნის პროცედურაზე მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: PDF
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება