3-4 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ტექნოლოგიური გონება: AI-ის შესაძლებლობები“, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებულობასა და ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების პროცესში.
ტრენინგს უძღვებოდა ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში, CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი კაკაშვილი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის პრინციპებზე, მათ შორის ნეირონული ქსელების სტრუქტურასა და მუშაობის მექანიზმებზე, ღრმა სწავლისა და მანქანური სწავლის ძირითადი მეთოდებზე.
პრაქტიკული აქტივობის დროს სტუდენტებმა დამოუკიდებლად შექმნეს ხელოვნური ინტელექტის მცირე ზომის მოდელები, რომლებიც იყენებდნენ კომპიუტერული ხედვის, აუდიო ანალიზისა და მოძრაობის სენსორების ტექნოლოგიებს. AI მოდელებმა შეძლეს სურათების ამოცნობა, ხმოვანი სიგნალების ინტერპრეტაცია და მოძრაობის დეტექცია რეალურ დროში, რამაც კიდევ უფრო ხელშესახები გახადა სტუდენტებისთვის AI ტექნოლოგიები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება