27-28 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროექტის „მეცნიერების კალენდარი - 2021“ ფარგლებში, შავი ზღვის თემაზე დისტანციური ლექციები გაიმართა.
ორდღიანი ლექციათა ციკლი კსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ნინო მინდიაშვილის ლექციით გაიხსნა თემაზე: „ზღვა დევნილთა ლიტერატურაში“. ამავე დღეს გაიმართა კსუ-ს პროფესორის, ეკონომიკის დოქტორის, თეა კასრაძის ლექცია თემაზე: „შავი ზღვის „ლურჯი ეკონომიკა“ საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი“ და კსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორის, პეტრე მამრაძის ლექცია თემაზე: „შავი ზღვა პლატონიდან დღემდე“.
მომდევნო დღეს კი დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე წარდგნენ კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ქეთევან შოშიაშვილი თემით: „შავი ზღვის ისტორიული ნარატივი“ და კსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ მაისაია თემით: „შავი ზღვის გეოპოლიტიკური იდენტობა და მისი როლი ახალი ცივი ომის პირობებში“.
ლექციები სოხუმის დაცემის დღეს (27 სექტემბერი) მიეძღვნა, თემატიკამ კი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შავი ზღვის თემატიკაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ვიდეოკონკურსი და ესსეების კონკურსიც გაიმართა (პროექტი: „რას ამბობს შავი ზღვა“).
აღნიშნული პროექტების ავტორი და ხელმძღვანელია კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი, მარინე უგულავა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება