6 დეკემბერს ორგანიზაციის - „ნაბიჯ-ნაბიჯ“ (Step by Step)“ - ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოფენა მოეწყო სახელწოდებით - „დაიცავი ჩემი უფლებები!”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შშმ პირთა მიერ შექმნილი ხელთნაკეთი ნამუშევრები, მსგავსი ღონისძიებები კი ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების წარმოჩენას და ფართო საზოგადოებამდე მიტანას.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქ. თბილისის მერია, „ავერსის“ საქველმოქმედო ფონდი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო აკადემია, გამოფენის სპეციალური სტუმარი გახლდათ “ADRA Georgia-ს“ საქართველოს ოფისის დირექტორი ვინოდ ნელსონი.
ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ - Step by Step” 2003 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ორგანიზაციის მიერ რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება