2 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორგანიზაცია - „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ორგანიზაციის პრეზიდენტის, გიორგი ქობალიას ლექსების კრებული “მეამბოხე სული”. ასევე ხელთნაკეთი ნამუშევრები: თექა, ბისერით ქარგვა, კერამიკა, სხვადასხვა აქსესუარები, ნახატები და სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტაციამ, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ შეიძინეს გამოფენის მონაწილე შშმ პირებს ხელნაკეთი ნამუშევრები და გამოხატეს თანადგომა და მხარდაჭერა ახალგაზრდა შემოქმედების მიმართ.
ორგანიზაცია - „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”, 2003 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით ორგანიზაციის მიერ რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
„გვინდა მოვუწოდოთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რიგით მოქალაქეებს არ დაივიწყონ, რომ მათ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც თავისი უნარების და შესაძლებლობების გამოსავლენად ესაჭიროებათ მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნა, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას“.
გამოფენის დასასრულს, ღონისძიების მონაწილე შშმ შემოქმედებს გადაეცათ ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით შეძენილი საჩუქრები და „ავერსი ფარმას“ მიერ გამოყოფილი ჰიგიენური საშუალებები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება