კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, ბიზნეს ინკუბატორის პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის ფარგლებში, ღია კარის დღე - ფაკულტეტის დეკანმა - ირმა მახარაშვილმა გახსნა და სტუდენტებს მოკლედ გააცნო პროგრამის მნიშვნელობა და ამოცანები. მან დამსწრე აუდიტორიას, ბიზნეს ინკუბატორის პროექტის ხელმძღვანელი - მარიკა კლდიაშვილიც წარუდგინა, რომელმაც კიდეც უფრო დეტალურად მიმოიხილა პროექტის სპეციფიკა, დროულობა და აუცილებლობა.
მარიკა კლდიაშვილმა, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ბოლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით განსხვავებული, ორიგინალური და საინტერესო ,,start up-ებიც” გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროექტის მონაწილეები ინკუბაციის პროცესში მრავალმხრივად განვითარდებიან, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ კარიერულ წინსვლას.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ინკუბატორის პროექტისათვის, უნივერსიტეტში უკვე გამოიყო სპეციალური სამუშაო სივრცე, სადაც პროექტის მონაწილეები შეკრებასა და მენტორთან ერთად მუშაობას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ინკუბატორი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბიზნესის ფაკულტეტზე შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და დანერგვას. ინკუბაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
აღნიშნულ პროექტით დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია 11 ოქტომბრიდან დაიწყო და 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კომისია 23 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, წარმატებულ კანდიდატებს გასაუბრების ეტაპზე მოიწვევს, თავად ინკუბაციის პროცესი კი სამ ეტაპად წარიმართება. ყოველი ეტაპის ბოლოს შედეგების გაანალიზების საფუძველზე, წარმატებული გუნდები მომდევნო ეტაპზე გადავლენ. დასკვნით ტურში გადასული გუნდებიდან საუკეთესოს კი უშუალოდ კომისია და მოწვეული სტუმრები შეარჩევენ. გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცემა, რომელიც მათ იდეის განხორციელებაში დაეხმარება.
ბიზნეს ინკუბატორის პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატში.
განაცხადის შევსება ასევე შესაძლებელია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/cKaRi4
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება