10 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლუბის ინიციატივით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Nexia Legal-ის პარტნიორის თამაზ თოდრაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „სამშენებლო სამართლის აქტუალური საკითხები“.
შეხვედრაზე თამაზ თოდრაძემ ისაუბრა მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცედურასა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, სადაც დამსწრეებს ჰქონდათ საშუალება, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიემართათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება