9 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და ინტელექტკლუბის ორგანიზებით, გაიმართა განათლებისა და კულტურის მიმართულების კლუბების - Magnum Opus - პრეზენტაცია.
Magnum Opus არის გაერთიანება, რომელიც მოიცავს შემდეგ კლუბებს: ინტელექტკლუბი; კარცერლუქსი - ლიტერატურისა და შემოქმედების კლუბი; მოქალაქე კეინი - კინემატოგრაფიის კლუბი; მორგენთაუსკლუბი - დებატების კლუბი; „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ - სამეცნიერო-ანალიტიკური კლუბი.
კლუბებში გაწევრიანებული არიან სხვადასხვა ფაკულტეტის როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები.
სტუდენტებს, რომლებსაც გსურთ კლუბებში გაერთიანება, გთხოვთ, იხილოთ ფეისბუქ ჯგუფების ბმულები:
ინტელექტკლუბი: https://www.facebook.com/groups/1927731777457407
დებატების კლუბი: https://www.facebook.com/groups/5627957870624392
Magnum Opus: https://www.facebook.com/groups/194833729851104
ლიტერატურისა და შემოქმედების კლუბი: https://www.facebook.com/groups/364185942501102
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება