2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის, სამართლის და სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 16 ივნისი, 2022 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „ლოძის უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
• CV (ინგლისურ ენაზე)
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, (+995 32) 2 022115 (შიდა# 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება