Erasmus+ პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მოკლევადიან გაცვლით პროგრამას ბურგოსის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის პროფესორებისთვის.
საკონკურსო ადგილი: 1 სასწავლო მობილობა ბურგოსის უნივერსიტეტში
მობილობის ხანგრძლივობა: 7დღე (2 სამგზავრო და 5 სამუშაო)
მობილობის განხორციელების პერიოდი: 2023 წლის 30 ივლისამდე
მობილობისთვის გამოყოფილი გრანტი: 1.650 € (530 ევრო - სამგზავრო ხარჯები; 160 ევრო დღეში - საცხოვრებელი ხარჯები)
მობილობის მიზანი: შერჩეული პროფესორი ვალდებულია კვირაში მინიმუმ 8 საათი ასწავლის ბურგოსის უნივერსიტეტში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 2022 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტები:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge , (+995 32) 2 022115 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება