2019-2020 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2019 წელი
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2019-2020 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კსუ აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ალკალას უნივერსიტეტში (ესპანეთი) სრული დაფინანსებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 1
სტიპენდია:
530 ევრო - მგზავრობის ხარჯები
800 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (FCE, TOEFL ან IELTS). შესაბამისი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი ინგლისური ენის ტესტირებას კსუ-ში გაივლის.
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: Erasmus+ ალკალას უნივერსიტეტი.
შერჩევის პროცედურა:
სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა;
ინგლისური ენის ტესტირება (B2 დონე) (საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში);
გასაუბრება კომისიასთან.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ოთახი 513), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება