Erasmus+ გაცვლითი პროგრამა პრაქტიკისთვის ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი)
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2019-2020 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კსუ აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პრაქტიკისთვის პარტნიორ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი) სრული დაფინანსებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მედიცინის ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 1
პრაქტიკის ხანგრძლივობა: 5 თვე
სტიპენდია:
360 ევრო - მგზავრობის ხარჯები;
800 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (FCE, TOEFL ან IELTS). შესაბამისი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში კონკურსანტი ინგლისური ენის ტესტირებას კსუ-ში გაივლის.
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითოთ: Erasmus+ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტი.
შერჩევის პროცედურა:
სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა;
ინგლისური ენის ტესტირება (B2 დონე) (საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში);
გასაუბრება კომისიასთან.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ოთახი 513), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება