კავკასიის საერთაშორისო უნივერიტეტი აცხადებს Erasmus+ მობილობას მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში (ვროცლავი, პოლონეთი).
მობილობა განხორციელდება 2023 წლის ივნისამდე (შერჩეული კანდიდატი ვალდებულია ჩაატაროს მინიმუმ 8-საათიანი ლექცია პარტნიორ უნივერსიტეტში).
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე (5 - სამუშაო, 2 - სამოგზაურო).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სააპლიკაციო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ PDF ფორმატში შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ird@ciu.edu.ge 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით. საჭირო დოკუმენტაცია:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• CV (ინგლისურ ენაზე);
• მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასატარებელი სალექციო კურსის დასახელება (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).
კანდიდატები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
• ვიზიტის მკაფიო და დასაბუთებული მიზნები;
• საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა;
• სრული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.
დაფინანსება: 360 ევრო - ტრანსპორტირების ხარჯები;
980 ევრო - სტიპენდია
საბოლოო შედეგებს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge (+995 32) 2 022115 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება