ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეგიდით, გამოიცა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის, გორდა ღიბრაძის წიგნი - „სამხედრო კონფლიქტებისა და ბირთვული უსაფრთხოების ფაქტორი 21-ე საუკუნეში“.
წიგნში განხილულია ბირთვული უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან თემად ითვლება თანამედროვე მსოფლიოში. ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე პროცესების შემდეგ. უსაფრთხოების თემას უკავშირებენ ახალი მსოფლიო წესრიგის მოწყობასა და თანამედროვე გამოწვევებს, რომელთა წინაშე მსოფლიო აღმოჩნდა. არსებული სამხედრო კონფლიქტები, რომლებიც დღესდღეობით მიმდინარეობს დიდ გამოწვევად ითვლება თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისათვის.
ავტორი ასევე განიხილავს უსაფრთხოებას როგორც სტაბილური გარემოს უზრუნველმყოფელ ფაქტორს, ასევე ის საუბრობს უსაფრთხოების პირობების შენარჩუნებაზე, რომელიც ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. ასევე ნაშრომში საუბარია კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, რომელიც საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მთავარ მოქმედ ცენტრად აღიქმება. ასევე აღნიშნულია ეროვნული უსაფრთხოების როლი სახელმწიფო წყობილებაში, რომელიც პიროვნების, საზოგადოების, ეკონომიკისა და სახელმწიფოს ინსტიტუტების მდგრადი განვითარებისკენ არის მიმართული. ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგნეს ისეთ ფენომენს, რომელსაც გააჩნია განსაზღვროს სახელმწიფოს განვითარების ეტაპები საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით. წიგნში გამოყოფილია საერთაშორისო უსაფრთხოების სამი განზომილება: პოლიტიკური, სამხედრო და საინფორმაციო ფორმატი, რომელიც ,,რბილი ძალის“ თეორიის ფორმატშია განხილული. ეს მიმდინარეობები უკეთ გვიჩვენებენ, თუ როგორ ვითარდება 21-ე საუკუნეში საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები და რა როლი უჭირავს უსაფრთხოებას. წიგნში ავტორი განიხილავს ბირთვული უსაფრთხოების შეკავების როლს, რომელსაც ფუნდამენტური ადგილი უჭირავს თანამედროვე სამყაროში, უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით.
ბმულზე იხილეთ წიგნის სრული ვერსია ქართულ ენაზე
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება