21 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჩეხეთის ცენტრის თბილისის გამოფენა " ჩემი სამშობლო" გაიხსნა.
აღნიშნული გამოფენა, ჩეხეთში საზოგადოებრივი სივრცისა და შენობების კეთილმოწყობისკენ მიმართულ სამოქალაქო ინიციატივებს ასახავს.
მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟანა გასპარიკოვამ, CIU-სტუდენტებს ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის შეთავაზებული სასწავლო/ სასტიპენდიო პროგრამები გააცნო.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძაია, საჯარო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში რექტორის მრჩეველი - გიორგი ფარეშიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - ნანა ამირანაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება