30 იანვარს ააიპ "სამართალი თავისუფლებისთვის" მიერ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული პროექტის "შეჯიბრი სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესებში", სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებს სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ თამთა წირქვაძემ.
მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ააიპ "სამართალი თავისუფლებისთვის" დირექტორებმა: გულჩინა ახმედოვამ და ლუკა გორგაძემ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება