23-27 მაისს Erasmus+ ფარგლებში, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორმა, სვეტლანა კირაკოსიანმა.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის 12 ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად, წარმოდგენილი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა მონაწილეების პრეზენტაცია. კვირეულის მეორე ნაწილი მოიცავდა ტრენინგებს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის „ახალი Erasmus+“ სტრუქტურის და მასში საპროექტო განაცხადების გაკეთების შესახებ, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი მოხდა მონაწილეების დაყოფა ინტერესთა ჯგუფებად და გაიმართა ორმხრივი დიალოგების პანელი ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილე 6 ევროპულ უნივერსიტეტთან ადგილზევე მოხდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა როგორც Erasmus+, ისე ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტთან. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა Erasmus+ გაცვლითი და მობილობის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო CIU-ს სამმა სტუდენტმა, ორმა ადმინისტრაციულმა და ერთმა აკადემიურმა პერსონალმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება