12 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ნიკო თათულაშვილი შეხვდა.
სტუმარმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტებზე ისაუბრა. განიხილა ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის პრინციპები, შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო.
შეხვედრის მეორე ნაწილმა კი ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა სტუმართან მათთვის საინტერესო საკითხებით დაინტერესებულიყვნენ.
საჯარო შეხვედრის დაწყებამდე ნიკო თათულაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდა, სადაც მხარეებმა სამთავრობო სტრუქტურებთან უნივერსიტეტის აქტიური თანამშრომლობა განიხილეს.
CIU-ს სტუდენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ნიკო თათულაშვილი შეხვდა
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება