კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს აბიტურიენტებისთვის.
ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ორ თვიანი ინტენსიური პროგრამა აბიტურიენტებს მოამზადებს ოთხ ძირითად საგამოცდო საგანში: ისტორია, ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა.
ყველა საგანზე შექმნილია 2 კატეგორიის ჯგუფი. ფიზიკურ ფორმატში გაკვეთილები ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) და ონლაინ ფორმატში გაკვეთილები ჩატარდება ZOOM-ში.
მოსამზადებელი პროგრამა 4 მაისს დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება!
დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის პრეზენტაცია გაიმართება 4 მაისს.
პირველი ჯგუფი - აბიტურიენტებმა რომლებმაც ფიზიკური ფორმატი აირჩიეს, შეხვედრა ჩატარდება CIU-ში - 4 მაისს, 15:00 საათზე, ოთახი 101;
მეორე ჯგუფი - აბიტურიენტებმა რომლებმაც ონლაინ ფორმატი აირჩიეს შეხვედრა ჩატარდება 4 მაისს, 19:00 საათზე (ონლაინ პლათფორმა ZOOM)
5 მაისიდან გაკვეთილები ჩატარდება შემდეგი ცხრილით: იხილეთ ცხრილი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება