31 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები პროფესიული ტურის ფარგლებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ.
სტუდენტებმა მოინახულეს სასამართლოს ისტორიული დარბაზები და მართლმსაჯულების მუზეუმი.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილთან, რომელმაც სტუდენტებს სასამართლო სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და მისი მნიშვნელობა გააცნო, მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც მოსამართლემ სტუდენტთა კითხვებს უპასუხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება