საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გაერთიანებული დელეგაცია ესტუმრა საქართველოს საელჩოს საფრანგეთის რესპუბლიკაში.
პროფესორებს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა უმასპინძლა; მოუწყო მცირე ექსკურსია ლევილის მამულსა და შატოში. სტუმრებმა პატივი მიაგეს ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულ თანამემამულეებს.
უნივერსიტეტის ხელმძღცანელობამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა ბატონ ელჩს, რომელმაც, თავის მხრივ, მიმდინარე კვლევითი პროექტის მნიშვნელობასა და საჭიროებას გაუსვა ხაზი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება