10 თებერვალს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კავკასიის საერთაერთაშორისო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის დასკვნით დღეს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ უმასპინძლა.
სკოლის მსმენელებს შეხვდა მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ მუზაშვილი, რომელმაც აუდიტორიას გააცნო რუსთავში განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები, მოგვიანებით კი სტუდენტთა კითხვებს უპასუხა.
„ნიკო ნიკოლაძე - ერთობა, თვითმოქმედება, თვითმმართველობა“ - აღნიშნულ საკითხზე სკოლის მსმენელებს ლექცია წაუკითხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, სკოლის კურატორმა, გიორგი ფარეშიშვილმა.
სიტყვით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა სკოლის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს.
სკოლის აქტუალობაზე ისაუბრა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სკოლის მონაწილეებსა და საორგანიზაციო გუნდს ნაყოფიერი კვირისთვის და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების გაგრძელების მნიშვნელობა აღნიშნა.
ერთკვირიანი აქტივობები შეაჯამეს ასევე სკოლის მსმენელებმა და უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის.
დასასრულს კი სკოლის მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალში, ზემოაღნიშნულ სპიკერებთან ერთად, მონაწილებდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ჯაჭვაძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა.
სკოლის დახურვა თბილისში გალა ვახშმით აღინიშნა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება