8-9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მონაწილეობდნენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) მიერ ორგანიზებულ სწავლა-სწავლების საერთაშორისო ფორუმში, რომელიც გერმანიაში, რურის უნივერსიტეტში გაიმართა.
2024 წლის სწავლისა და სწავლების ფორუმის თემატიკა - "სწავლა საზოგადოებისთვის, საზოგადოებაში და საზოგადოებასთან ერთად" ფოკუსირებულია EUA-ს 2030 წლის ხედვაზე - "უნივერსიტეტები კედლების გარეშე“. ეს ძალიან დროული მიდგომა ქმნის განსაკუთრებულ მოთხოვნებს სწავლებაზე, რაც ყურადღების ცენტრში აყენებს კავშირს საუნივერსიტეტო განათლებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას შორის.
ფორუმი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში სწავლა-სწავლების მეთოდებისა და პრაქტიკის განვითარება საზოგადოების საჭიროებების და საზოგადოებაში ჩართულობის გათვალისწინებით.
აღნიშნული კი უაღრესად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ინოვაციების და ხარისხის განვითარებისათვის.
ფორუმზე წარგზავნილმა მონაწილეებმა, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, თამარ ინასარიძემ; სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, თამთა წირქვაძემ, მონაწილეობა მიიღეს როგორც პლენარულ, ასევე პარალელურ სამუშაო სესიებში; გაიზიარეს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოცდილება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ეტაპობრივად განხორციელდება მსგავსი ინოვაციური პრაქტიკის დანერგვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება