მიმდინარე წლის 14-16 ნოემბერს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), ევროპის სტუდენტთა კავშირის (ESU), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა (EUA) და EURASHE-ს ორგანიზებით, ენსხედეში, ნიდერლანდებში, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიური ფორუმი (EQAF2024) გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა იყო: „განათლების, კვლევისა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება ხარისხის უზრუნველყოფის გზით“. სესიებზე წარმოდგენილი იყო განათლების პოლიტიკისა და ტენდენციების, კვლევისა და პრაქტიკული მაგალითების შესახებ მოხსენებები, რომლებიც დაკავშირებულია ხარისხის უზრუნველყოფის მიმდინარე მოვლენებთან.
ფორუმის მონაწილეებს შორის იყვნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც, ორგანიზაციული განვითარების სამსახურის უფროსი - ლალი გიორგიძე, აკადემიური პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ჯოვანა აბლოთია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი სამართლის ფაკულტეტზე - ალექსანდრე კალანდაძე.
კავკასიის საერთაშირისო უნივერსიტეტისთვის მნიშნველოვანი იყო EQAF2024-ის ღონისძიებაზე დასწრება, რადგან მსგავს ფორუმებში მონაწილეობა იძლევა საშუალებას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის ინოვაციური მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, რითაც ხელს უწყობს აკადემიური სტანდარტების და ინსტიტუციური ეფექტურობის მუდმივ განვითარებას და ამაღლებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება