19 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, გაყიდვების მხარდაჭერისა და განვითარების მენეჯერმა, ანანო სოხაძემ და გაყიდვების ჯგუფის უფროსმა, ოთარ კაპანაძემ მასტერკლასი ჩაატარეს, სადაც შემდეგი საკითხები განიხილეს: როგორ მოვამზადო CV (რეზიუმე)?; როგორ მოვძებნო ვაკანსიები და სად მივაგნო დამსაქმებლებს?; როგორ მოვემზადო გასაუბრებისთვის?; როგორ მოვიქცე დამსაქმებელთან პირველ შეხვედრაზე?; როგორ მოვაწონო თავი დამსაქმებელს?.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სპიკერებისთვის დაესვათ კითხვები როგორც კომპანიის საკადრო პოლიტიკასთან, ისე მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებთან დაკავშირებით.
დასასრულს სტუდენტებს მასტერკლასზე დასწრების სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება