კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სოცოიალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი შეხვდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, CIU-ს სტუდენტებს საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზი, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი, ანბანის სკვერი დაათვალიერებინა და საკრებულოს შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
CIU-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის მუშაობისა და თვითმმართველობის როლზე, ხოლო საკრებულოს დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სტუდენტებს თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტების შეკითხვები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ეხებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება