კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში პარტნიორი კომპანიის „მარანი სევსამორა“ ბაზაზე იმყოფებოდნენ.
სტუდენტებმა ადგილზე ბიო მიმართულების ვენახების მოვლა-გაშენების მეთოდები შეისწავლეს და კომპანიის წარმომადგენლებისგან საჭირო კონსულტაციები მიიღეს.
პრაქტიკულ კურსზე კომპანიის მენეჯმენტმა სტუდენტებს Sevsamora Winery-ს ბაზაზე უმასპინძლა, სადაც მუზეუმი, საკოლექციო სივრცეები და მარანი მოინახულეს, დღე კი კომპანიის ღვინოების დეგუსტაციით დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება