კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, იმიტირებული შემთხვევის ადგილზე პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა სტუდენტებს გაუზაირეს ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოხდეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა მეთოდით ხდება მტკიცებულებების მოძიება, ამოღება და შესაბამისი წესით მათი დალუქვა.
შემთხვევის ადგილზე სტუდენტებმა მოიძიეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური და დაქტილოსკოპიური მტკიცებულებები, შესაბამისი მეთოდით კი დასურათდა შემთხვევის ადგილი.
ყვითელი ლენტის შიგნით მუშაობა წარმატებით დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება