ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA) დაფუძნდა განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, რომელიც იდეათა ურთიერთგაცვლისა და დისკუსიის გზით მიიღწევა. ELFA-ს საქმიანობის მიზანია ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმის პროცესის კოორდინაცია, ახალი თემების დანერგვა, ევროპის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლობა ევროპული ინსტიტუტებისა და ეროვნული საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე. დღეს, ორგანიზაციას 150-ზე მეტი წევრი ჰყავს 49 ქვეყნის მასშტაბით.
ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციაში (ELFA) გაწევრიანება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში, კონფერენციებში და სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში ასოციაციის წევრ ქვეყნებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება