თუ აბიტურიენტი ხარ და სამართალი შენი ინტერესის სფეროა, მაშინ შემოგვიერთდი პროექტში, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას.
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები სამართლის სფეროს წარმატებულ პრაქტიკოს წარმომადგენლებთან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.
აბიტურიენტებისთვის CIU აკადემია არის შესაძლებლობა გაიცნონ მათი მომავალი პროფესია.
ერთკვირიანი პროფესიული თავგადასავალი დაგეხმარებათ შეაფასოთ რამდენად სასურველია კონკრეტული სფერო, რა გამოწვევები და შედეგები ახლავს მას თან.
სპიკერები:
გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი
თემა: „სამართლის პროფესია - შესაძლებლობები და გამოწვევები“
თარიღი: 11 მარტი, 20:00 საათი
დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
თემა: „ადვოკატის როლი მართლმსაჯულებაში“
თარიღი: 12 მარტი, 20:00 საათი
თამთა წირქვაძე - იურისტი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
თემა: „სისხლის სამართალი“
თარიღი: 13 მარტი, 20:00 საათი
ზვიად გაბისონია - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, USAID ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართალში, მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში CIU-ს კანცლერის მრჩეველი
თემა: „სამართალი და თანამედროვე ტექნოლოგიები“
თარიღი: 14 მარტი, 20:00 საათი
ნინო ხარიტონაშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი
თემა: „სასამართლოს და სამართლის აღსრულება”
თარიღი: 15 მარტი, 20:00 საათი
როინ მიგრიაული - CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორები”- ხელმძღვანელი პარტნიორი, სპეციალიზირებული ადვოკატი ვალაუვალობის, სამეწარმეო და საზოგადოებათა სამართალში
თემა: „ბიზნეს სამართალი“
თარიღი: 16 მარტი, 20:00 საათი
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში მყოფ აბიტურიენტს.
ლექცია-სემინარები ჩატარდება Online, ZOOM-ის პლატფორმაზე.
გარდა თეორიული ნაწილისა, პროექტის „CIU- აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, გაიმართება პრაქტიკული Workshop -ები, ხოლო პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილე მიიღებს კარიერული განვითარების პერსონალურ კონსულტაციას.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, CIU სამართლის ფაკულტეტის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების ვადები: 11-17 მარტი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/qjjhR
აბიტურიენტებისთვის, პროექტში მონაწილეობას სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება