კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა „კავკასიამ“ სუპერლიგის დაძაბულ ბრძოლაში „ტიტები“ 78:77 დაამარცხა და ჩემპიონატის რეგულარული სეზონის სათავეში აღმოჩნდა.
„კავკასიის“ მხრიდან საუკეთესო იყო კრის მაკნილი, რომელმაც 27 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი მიითვალა. 19 ქულა ჯასტინ ფორესტის ანგარიშზეა, 3 სამქულიანით მოგროვებული 9 ქულით კი თავი ახალგაზრდა გიორგი რუხაძემ გამოიჩინა.
დრამატულ ბრძოლაში აღსანიშნავია „კავკასიის“ ქომაგების გულითადი მხარდაჭერაც, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურად ამხნევებდნენ გუნდს.
შემდეგ თამაშს, ჩვენი გუნდი 1 მარტს, "რუსთავის" წინააღმდეგ ითამაშებს.
#გვიქომაგეთ სუპერლიგაზე
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება