4 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას და დაესწრნენ საპარლამენტო სესიას.
სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს მარო მაყაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი, სადაც გაეცნენ სხვადასხვა სახის სამართლებრივ და ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს.
საქართველოს პარლამენტში სტუდენტებთან ერთად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ალიკა გუჩუა და ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება