კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ზვიად გაბისონიამ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფინტექისა და ლიგალტექის საზოგადოების მიწვევით, ოქსფორდის უნივერსიტეტის St. Peter’s College-ში საჯარო ლექცია გამართა.
ცნობილმა ქართველმა სამართლის პროფესორმა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების შესახებ წაიკითხა. ლექციის ფარგლებში, ძირითადი მოხსენების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ზვიად გაბისონია აქტიურად იკვლევს და მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სამართლის, ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტ სამართლის, ციფრული მმართველობისა და საერთაშორისო კერძო სამართლის პრობლემებზე. მისი მხარდაჭერით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიღებული იქნება აქტი „საჯარო სერვისებში ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვის ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები”. ზვიად გაბისონია არის 6 წიგნისა და 40 პუბლიკაციის ავტორი. მისი ბოლო წიგნია „Internet Law and AI”. იგი არის არის USAID-ის ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებში და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება