30 მაისს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონფერენცია - „2024 წლის რეგიონული ტრანსფორმაცია ტურიზმით საქართველოში (განახლება და ტურიზმთან დაკავშირებული რეფორმები: საქართველოს შემთხვევა)“.
სამეცნიერო კონფერენციის მხარდამჭერები გახლდათ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი თამარ მარგიანი თემით - „ტურიზმის მდგრადი განვითარება და მისი დადებითი და უარყოფითი ეკონომიკური ეფექტები“ (თანაავტორი - ნინო სამჭკუაშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი).
წარდგენილმა თემამ აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნების უფლება მოიპოვა.
თამარ მარგიანმა კონფერენციაში მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით მიიღო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება