16,17 და 20 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტმა პროექტის - „ყველაფერი ქიმიაზე“ ფარგლებში კერძო სკოლა „თარიონს“, „პოლიგლოტს“, 159-ე და 48-ე საჯარო სკოლებს უმასპინძლა.
სკოლის მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ.
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის შესახებ მოსწავლეებთან მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ნანა ჯანაშიამ ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში, სალექციო ფარმაციის საკითხებზე ისაუბრა CIU-ს ლექტორმა, ფარმაკოლოგია-ფარმაკოთერაპიის სალექციო კურსის ხელმძღვანელმა, კოკა კაჭარავამ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლია თევზაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „გზა ალქიმიიდან დიდ ფარმაციამდე“, ასევე მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ქიმიური ცდები ჩაატარა. აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ასევე CIU-ს ლაბორანტი, ლიანა ჩოხელი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება