კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის - „ყველაფერი ქიმიაზე“ დასრულდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, CIU-მ სულ 11 საჯარო და კერძო სკოლებს უმასპინძლა.
პროექტის ბოლოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მე-14; 28-ე; 191-ე და 212-ე (მაარიფის ინტერნაციონალური სკოლა) საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სკოლის მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ.
პროექტის ფარგლებში, სალექციო ფარმაციის საკითხებზე ისაუბრა CIU-ს ლექტორმა, ფარმაკოლოგია-ფარმაკოთერაპიის სალექციო კურსის ხელმძღვანელმა, კოკა კაჭარავამ.
მოსწავლეებისთვის CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლია თევზაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „გზა ალქიმიიდან დიდ ფარმაციამდე“, ასევე მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ქიმიური ცდები ჩაატარა. აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ასევე CIU-ს ლაბორანტი, ლიანა ჩოხელი.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს CIU-ს მედინიცინის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული პრაქტიკული ლაბორატორიები, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი; საფანტომო სწავლების კაბინეტები და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება