3 ივლისს CIU-ს პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლა გასვლითი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურით დასრულდა.
საზაფხულო სკოლის მსმენელები, ადმინისტრაციასა და ლექტორებთან ერთად, ქალაქ ფოთს ესტუმრნენ, სადაც ფოთის საკათედრო ტაძარი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი და შუქურა მოინახულეს.
ვიზიტის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებს თავის რეზიდენციაში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მეუფემ ეპარქიაზე ისაუბრა და სახელმწიფოს განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, მოგვიანებით კი სკოლის მსმენელთა კითხვებს უპასუხა, რასაც საინტერესო დისკუსია მოჰყვა.
ტური სამტრედიაში, სოფ. დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში დასრულდა, სადაც სტუდენტებმა ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს.
დასასრულს პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლის მონაწილეები და ლექტორები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება