CIU-ს მოწვეული ლექტორი, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, გოჩა ჯავახიშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
გოჩა ჯავახიშვილი ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.
მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის პროცესში, რომელსაც 2016 წელს მოეწერა ხელი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორატი და სტუდენტები ულოცავენ ბატონ გოჩას ელჩად დანიშვნასა და წარმატებას უსურვებენ სამომავლო საქმიანობაში!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება