20 ივლისს პარტნიორი კომპანია „ჯეოსეიფთის“ მიერ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ლიცენზირებული უსაფრთხოების ექსპერტი, შოთა კიკვაძე უძღვებოდა.
სწავლება მოიცავდა შრომის უსაფრთხოების ტექნიკურ საკითხებს, როგორიცაა: შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები; უსაფრთხო შრომის პრინციპები; შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციები; პირადი (ინდივიდუალური) დაცვის საშუალებების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოყენების წესები; უსაფრთხო მუშაოების წესები (პროცედურები); სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების წესები, საგანგებო სიტუაციები და საევაკუაციო ღონისძიებები; ობიექტზე არსებული საფრთხეები, რისკები და მათი კონტროლის ზომები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება