კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორმა პროექტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა!
კონკურსის ფარგლებში შეფასდა 439 პროექტი, საიდანაც დაფინანსება მოიპოვა 112-მა პროექტმა.
გამარჯვებული პროექტებია:
პროექტის ხელმძღვანელია CIU-ს პროფესორი, სოფიო კასრაძე.
პროექტის ხელმძღვანელია CIU-ს ასოცირებული პროფესორი, შორენა ქურდაძე.
1. „ეპილეფსიური კერის დასადგენად ჯანაშია-ლაგვილავას ალგორითმის კლინიკური გამოყენების პოტენციალის შესწავლა რელევანტურ რაოდენობრივ მონაცემებზე დაყრდნობით“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის პროექტის თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.
პროექტის ბიუჯეტია 254 300 ლარი, განხორციელების პერიოდი სამი წელი.
პროექტის ხელმძღვანელია CIU-ს პროფესორი, დარგის წამყვანი სპეციალისტი, სოფიო კასრაძე!
ჯანაშია-ლაგვილავას ალგორითმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა პილოტური კლინიკური კვლევის პროცესში, რომელიც ჩატარდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში. მაგრამ ვინაიდან მხოლოდ მწირ მონაცემებზე დაყრდნობილი პილოტური კვლევა ვერ უზრუნველყოფდა ამ მეთოდის დამკვიდრებისა და ფართო კლინიკური გამოყენების შესაძლებლობას, ამიტომ, მომზადდა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის პროექტი და წარედგინა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ამ პროექტშიც აქტიურად ჩაერთო, როგორც თანადამფინანსებელი.
პროექტი არის კოლაბორაციული, რადგან მასში ჩართულია რამოდენიმე კოლაბორანტი-ორგანიზაცია და მკვლევარი, კერძოდ:
მკვლევრები:
ლაშა ეფრემიძე - მათემატიკოსი, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
თამარ გაგოშიძე - ნეიროფსიქოლოგი, თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი,
გიორგი ლომიძე - ნევროლოგი/ნეიროვიზუალისტი, ევროპული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
გიორგი ჯაფარიძე - კლინიკური ნეიროფიზიოლოგი, მედ. მეცნ. დოქტორი, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფიზიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი
პროექტში ჩართულია მაღალციტირებადი საერთაშორისო მკვლევარი, დოქტორი მუკეშ დამალა, ატლანტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ასოცირებული პროფესორი ფიზიკისა და ნეირომეცნიერების მიმართულებით, ბიოლოგიური ფიზიკის, ნეირომეცნიერების და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ექსპერტი.
2. „ფორმალური ინსტიტუციური ცვლადების კავშირი სამეწარმეო ორიენტაციის დეტერმინანტებთან მცირე და საშუალო საწარმოების მაგალითზე: ფაქტორების კონტექსტუალიზაცია ქვეყნის და ორგანიზაციის მახასიათებლების გათვალისწინებით საერთაშორისო შესვლის დროს“.
პროექტი შეფასდა 49 (50) ქულით და არის გამარჯვებული პროექტების სათავეში ანალოგიურად შეფასებულ სამ პროექტთან ერთად!
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.
პროექტის თანამონაწილეო და პარტნიორი ორგანიზაციები არიან ბიზნესის კვლევების და განათლების ინსტიტუტი და მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაცია საქართველოში.
პროექტის ბიუჯეტია 194 400 ლარი, განხორციელების პერიოდი სამი წელი.
პროექტის ხელმძღვანელია CIU-ს ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ქურდაძე.
პროექტის მკვლევრები არიან:
კახაბერ კორძაია - CIU-ს ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი
თეა კასრაძე - CIU-ს ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი
ვახტანგ ჩქარეული - BTU-ს ასოცირებული პროფესორი.
პროექტში ჩართული ორი საერთაშორისო მაღალციტირებადი მკვლევარი: ალექსანდრე არდიშვილი, მინესოტას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესირი, ორგანიზაციული ლიდერობის, პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტიდან და ანტონელა ზუკელა, პავიის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება