CIU-ს მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის - პაემანი ცხოვრებასთან - ჩვენება გაიმართა
7 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის 75 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, CIU-ს მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის - „პაემანი ცხოვრებასთან“ - ჩვენება გაიმართა.
ფილმი ქრონოლოგიურად ასახავს ვახტანგ წივწივაძის განვლილ გზას, მის ოჯახურ პორტრეტსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.
აღსანიშნავია, რომ წელს ვახტანგ წივწივაძის იუბილესთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წელი აღინიშნება.