კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მორგენთაუს კლუბის“ (დებატკლუბი) ორგანიზებით კარლ პოპერის ფორმატის დებატები მიმდინარეობს.
11 აპრილს დღის მეორე თამაშში ერთმანეთის პირისპირ გუნდები - „იურისტები“ (მარიამ ხურციძე, ანა გუნჯუა, ნათია ბასარია) და „ტრიუმვირატი“ (ილია ბატიაშვილი, ნანა მიქავა, თამუნა გოგოლაძე) - წარდგნენ, სარეზოლუციო თემით - „ტელევიზიებში ცენზურის არსებობა აზიანებს თავისუფალ მედიას“.
თამაშის ჟიური შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, ბექა მანაგაძე; CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი, მარიკა ჩხენკელი; CIU-ს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელი, კლუბების გაერთიანების პრეზიდენტი, ბაკურ ხუბულავა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, დაძაბულ ბრძოლაში მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა გუნდმა - „იურისტები“, ამავე გუნდის კაპიტანი ნათია ბასარია კი საუკეთო მოდებატის ტიტულსაც დაეუფლა.
თამაშს სპიკერობას უწევდა დებატკლუბის ხელმძღვანელი, ბესიკ თავართქილაძე.
ცნობისთვის, დებატების საგაზაფხულო ჩემპიონატი მარტში დაიწყო და მაისში დასრულდება, გამარჯვებული გუნდები კი შემდეგ ეტაპზე განაგრძნობენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება