კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზაფხულის სკოლის - „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან“ - ბოლო სალექციო დღე ლექციით გაიხსნა თემაზე: „რელიგიის როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში/რელიგიების მდგომარეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.
ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდა.
სპიკერმა მიმოიხილა კონფლიქტური რეგიონების კონფესიური შემადგენლობა და რელიგიების გავლენა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე.
დღის მეორე ნახევარში სკოლის მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალურ კონფლიქტთან დაკავშირებით ჯგუფური პრეზენტაციები წარმოადგინეს, აღნიშნულ პრაქტიკულ აქტივობას კი CIU-ს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ბაკურ ხუბულავა უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში ჩართული იყო საქართველოს 13 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტი, რომლებსაც ლექციები ერთ კვირის განმავლობაში ჩაუტარდათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება