11-12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, ასევე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარინა გედევანიშვილმა, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა და კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, სესილი გოგიბერიძემ და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა კულტურის საკითხებში, აჰმადალი მეჰრი არდესტანმა.
კონფერენციის გახსნას მოდერაციას CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო მინდიაშვილი უწევდა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც 165 მომხსენებელი მონაწილეობდა, 12 სექციისგან შედგებოდა: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; ირანისტიკა (2 სექცია); ბიზნესი (ტურიზმის, ფინანსებისა და ეკონომიკის ქვესექციები); სამართალი; მევენახეობა-მეღვინეობა; მედიცინა; სტომატოლოგია; მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეები).
დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება