1 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს კომპანია SHVIDI WINE-ის თანადამფუძნებელი, მიხეილ მესხი ესტუმრა.
ცნობისთვის, კომპანია SHVIDI WINE ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს სხვადასხვა დამხმარე მასალებს, საწარმოო ინვენტარსა და დანადგარებს სთავაზობს.
სპიკერმა ლექციაზე ღვინის დაწმენდასა და მის დამუშავებაზე ისაუბრა. მიმოიხილა რა პრეპარატები და საშუალებები გამოიყენებოდა და გამოიყენება მეღვინეობაში. მიხეილ მესხმა აუდიტორიას გააცნო, რა ტიპის ფილტრები არსებობს და როგორ მუშაობს მექანიზმები. ასევე განიხილეს ღვინოზე თერმული დამუშავების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები და ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ზადებისა და დაავადებების პრევენციისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივა გამოთქვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება